საწრეო მუშაობის პირველი დღე ქართულ ენაში - 08. 10. 2019 წელი.
ჩატარდა გაერთიანებული წრის მეცადინეობა ქართულ ენაში. გავაცანი წრის მუშაობის მიზანი, რომლის დანიშნულებაა მოსწავლეებს დაეხმაროს მეტყველების გაუმჯობესებაში, კითხვის ტექნიკის დაუფლებასა და მართლწერის საკითხების უკეთ ათვისებაში. გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. შეძლონ ტექსტის თანმიმდევრობიტ გადმოცემა. განხილული იქნა შესწავლილი თემები. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.
საწრეო მუშაობის მეორე დღე - 15. 10. 2019 წელი.
ჩატარდა მეცადინეობა ქართულ ენაში. ტესტირება მოხდა გრამატიკული მასალის უკეთ დაძლევაში: არსებითი სახელი,ზედსართავი სახელი,სიტყვის დამარცვლა-გადატანა. მუშაობა მიმდინარეობდა ჯგუფურად. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეასრულეს მოცემული დავალებები.
საწრეო მუშაობის მესამე დღე - 22. 10. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. მოხდა ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა ი. გოგებაშვილის ,,ვანო და ფრინველები''.
გრამატიკული მასალა: არსებითი სახელის რაობა. ისაუბრეს პერსონაჟების ირგვლივ,ფრინველების შესახებ. გაიაზრეს ვანოს დამოკიდებულება მონატრებული დედისადმი. წაიკითხეს ტექსტი როლებად.მოიძიეს არსებითი სახელები.
საწრეო მუშაობის მეოთხე დღე - 29. 10. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობაქართულ ენაში თემაზე: კროსვორდების შედგენა. ვისაუბრეთ კროსვორდის რაობაზე,რომ ის სიტყვათა თავსატეხს ნიშნავს და შედგება ჯვარედინი კვადრატებისგან.გავაცანი კროსვორდის შევსების წესი.მოსწავლეები დიდი ინტერესით ადგენდნენ კროსვორდს. ეს კი მათი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.
No comments:
Post a Comment