საწრეო მუშაობის პირველი დღე ქართულ ენაში - 08. 10. 2019 წელი.
ჩატარდა გაერთიანებული წრის მეცადინეობა ქართულ ენაში. გავაცანი წრის მუშაობის მიზანი, რომლის დანიშნულებაა მოსწავლეებს დაეხმაროს მეტყველების გაუმჯობესებაში, კითხვის ტექნიკის დაუფლებასა და მართლწერის საკითხების უკეთ ათვისებაში. გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. შეძლონ ტექსტის თანმიმდევრობიტ გადმოცემა. განხილული იქნა შესწავლილი თემები. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.
საწრეო მუშაობის მეორე დღე - 15. 10. 2019 წელი.
ჩატარდა მეცადინეობა ქართულ ენაში. ტესტირება მოხდა გრამატიკული მასალის უკეთ დაძლევაში: არსებითი სახელი,ზედსართავი სახელი,სიტყვის დამარცვლა-გადატანა. მუშაობა მიმდინარეობდა ჯგუფურად. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეასრულეს მოცემული დავალებები.
საწრეო მუშაობის მესამე დღე - 22. 10. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. მოხდა ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა ი. გოგებაშვილის ,,ვანო და ფრინველები''.
გრამატიკული მასალა: არსებითი სახელის რაობა. ისაუბრეს პერსონაჟების ირგვლივ,ფრინველების შესახებ. გაიაზრეს ვანოს დამოკიდებულება მონატრებული დედისადმი. წაიკითხეს ტექსტი როლებად.მოიძიეს არსებითი სახელები.
საწრეო მუშაობის მეოთხე დღე - 29. 10. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობაქართულ ენაში თემაზე: კროსვორდების შედგენა. ვისაუბრეთ კროსვორდის რაობაზე,რომ ის სიტყვათა თავსატეხს ნიშნავს და შედგება ჯვარედინი კვადრატებისგან.გავაცანი კროსვორდის შევსების წესი.მოსწავლეები დიდი ინტერესით ადგენდნენ კროსვორდს. ეს კი მათი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.
საწრეო მუშაობის მეხუთე დღე - 06. 11. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე: დეფორმირებული ტექსტის აღდგენა,გამთლიანება. საგნის თვისების აღმნიშვნელი სიტყვები. მუშაობა მიმდინარეობდა ჯგუფებში. მოსწავლეებს დაურიგდათ ბარათები, სადაც მოცემული იყო დეფორმირებული ტექსტი.მოსწავლეებს იგი უნდა აღედგინა.ამის შემდეგ უნდა მოეძებნათ არსებითი სახელები და დაეჯგუფებინათ ვინ და რა კითხვების მიხედვით. საწრეო მუშაობა საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისათვის.
საწრეო მუშაობის მეექვსე დღე - 13. 11. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე: უცნობის ტექსტის წაკითხვა. მეტი ანდაზები და გამოცანები შეჯიბრის სახით. წაიკითხეს უცნობი ტექსტი საგანძურიდან. მოაწყვეს შეჯიბრი ტექსტის მხატვრულად კითხვაში. იმსჯელეს ტექსტის ირგვლივ. მოიგონეს ანდაზები და გამოცანები.დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში ასეთი სახის სავარჯიშოებმა.
საწრეო მუშაობის მეშვიდე დღე - 20. 11. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე: დამოუკიდებელი მუშაობა. მივეცი თემები დამოუკიდებელი მუშაობისათვის და მოსწავლეებს მიეცათ საშუალება მოცემული დავალებებიდან ამოერჩიათ ერთ-ერთი და დაეწერათ პატარა მოთხრობა.
1. ჩემი ოჯახი'
2. ერთი მნიშვნელოვანი დღე;
3.ჩემი საკლასო ოთახი.
მუშაობა იყო საინტერესო და მიზანმიმართული. ასეთმა სამუსაომ ხელი შეუწყო მოსწავლეთა აზროვნებასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
საწრეო მუშაობის მერვე დღე - 27. 11. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე:ტესტირება. შევარჩიე ტესტები დახურული კითხვების გამოყენებით. გაიაზრეს კითხვები და შესაბამისი პასუხები აღნიშნეს.მუშაობა მიმდინრეობდა ინდივიდუალურად. ასეთი მუშაობა ხელს შეუწყობს ცოდნის დონის ამაღლებას,შეიყვარებენ წერასა და კითხვას.
No comments:
Post a Comment