განაცხადი
სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის № 173 საჯარო სკოლის IIIბ კლასის მოსწავ
ლეებისათვის, 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისი დან მუშაობას იწყებს უფასო ლიტერატურული
წრე ,,ნორჩი მოაზროვნეები’’(I სემესტრისგანმავლო
ბაში),რომლის მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს მეტყველების გაუმჯობესებაში, კითხვის ტექნიკის დაუფლებასა და მართლწერის საკითხების უკეთ დაძლევაში. გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, ლოგიკური აზროვნება. შეეხებიან გრამატიკულ ნაწილს: არსებითი სახელი, ზეთსართავი სახელი, სიტყვის დამარცვლა, გადატანა. შეძლებენ ტექსტის ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოცემას. ტექსტის დაყოფა ნაწილებად. როლური თამაში.
საწრეო მუშაობისას გამოვიყენებთ საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს, ასევე მრავალფეროვან რესურსებს. შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, მეექვსე გაკვეთილ
ზე. დრო: 13
: 30:14 ( 45 წუთი).
: 30:14 ( 45 წუთი).
წრის მუშაობას უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ლენა გურიელიძე .
სკოლის დასახელება
|
სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქ თბილისის
1173 საჯარო სკოლა
|
საგანი
|
ქართული ენა
|
სამიზნე ჯგუფი
|
IIIბ კლასი
|
კურსის ხანგრძლივობა
|
11 საათი
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
45 წუთი
|
განხორციელების სავარაუდო ვადები
|
ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი
|
პროექტში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა
|
24
|
მიზანი
|
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს მეტყველების
გაუმჯობესებაში, კითხვის ტექნიკის დაუფლებასა და მართლწერის საკითხების უკეთ დაძლევაში.
გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, ლოგიკური აზროვნება. შეეხებიან გრამატიკულ ნაწილს:
არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, სიტყვის დამარცვლა, გადატანა. შეძლებენ ტექსტის
ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოცემას. ტექსტის დაყოფა ნაწილებად. როლური თამაში.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
აიმაღლებენ ცოდნის დონეს, შეივარებენ წერას, კითხვას.
განუვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევა. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. ჩამოუყალიბდებათ
საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი. საკუთარი ფანტაზიით შეადგენენ თხზულებას ილუსტრაციის
მიხედვით. პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას.
|
მეთოდები
|
ჯგუფური, ინდივიდუალური წყვილებში მუშაობა როლური
თამაში
|
კურსის მოკლე დახასიათება
|
მეცადინეობის ფარგლებში მოსწავლეები უფრო ღრმად შეისწავლიან
კითხვას, წერის უნარ-ჩვევებს, ტექსტის გააზრებას. შეძლებენ ენობრივი გრამატიკული
მასალის სათანადოდ გამოყენებას. გამოიმუშავებენ ანალიტიკური აზროვნების უნარს. სხვადასხვა
ჟანრის ტექსტების აღქმას და დასკვნების გამოტანას.
|
აქტივობები
|
I-გაკვეთილი
გაერთიანებული შეხვედრა. შესასწავლი თემების განხილვა II-გაკვეთილი ტესტირება III-გაკვეთილი ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა, გაანალიზება. ი. გოგებაშვილის „ვანო და ფრინველები“ გრამატიკული მასალა: არსებითი სახელის რაობა IV-გაკვეთილი ჯგუფური მუშაობა კროსვორდების შედგენა V-გაკვეთილი დეფორმირებული ტექსტის აღდგენა, გამთლიანება. საგნის თვისების აღმნიშვნელი სიტყვები. ჯგუფებში მუშაობა VI-გაკვეთილი უცნობი ტექსტის წაკითხვა. მეტი ანდაზები და გამოცანები შეჯიბრის სახით VII-გაკვეთილი წერითი დავალება დამოუკიდებელი მუშაობისთვის. მოსწავლეს ეძლევა საშუალება მოცემული დავალებებიდან ამოირჩიოს ერთერთი თემის სათაური და დაწერონ პატარა მოთხრობა. 1.ჩემი ოჯახი 2.ერთი მნიშვნელოვანი დღე 3.ჩემი საკლასო ოთახი VIII-გაკვეთილი ტესტირება IX-გაკვეთილი ხალხური ზღაპრების წაკითხვა გრამატიკული მასალა X-გაკვეთილი დახატონ წაკითხული ზღაპრებიდან საინტერესო პერსონაჟი და დაახასიათონ XII-გაკვეთილი ჩამოაყალიბონ წელიწადის რომელი დროა ახლა და რა მოვლენები ახასიათებს გრამატიკულ ერთეულებზე მუშაობა |
რესურსი
|
თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი, სავარჯიშო ტესტები, კომპიუტერი,
ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები.
|
გამოყენებული ლიტერატურა
|
ქართული ხალხური ზღაპრები
საბავშვო ლიტერატურა სახალისო ტექსტები ტესტური სავარჯიშოები ანდაზები, აფორიზმები, გამოცანები. |
შეხვედრის დღეები
|
08.10.2019
15.10.2019 22.10.2019 29.10.2019 06.11.2019 13.11.2019 20.11.2019 27.12.2019 09.12.2019 23.12.2019 |
საწრეო მუშაობის პირველი დღე ქართულ ენაში - 08. 10. 2019 წელი.
ჩატარდა გაერთიანებული წრის მეცადინეობა ქართულ ენაში. გავაცანი წრის მუშაობის მიზანი, რომლის დანიშნულებაა მოსწავლეებს დაეხმაროს მეტყვე ლების გაუმჯობესებაში, კითხვის ტექნიკის დაუფლებასა და მართლწერის საკითხების უკეთ ათვისებაში. გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. შეძლონ ტექსტის თანმიმდევრობიტ გადმოცემა. განხილული იქნა შესწავლილი თემები. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.
საწრეო მუშაობის მეორე დღე - 15. 10. 2019 წელი.
ჩატარდა მეცადინეობა ქართულ ენაში. ტესტირება მოხდა გრამატიკული მასალის უკეთ დაძლევაში: არსებითი სახელი,ზედსართავი სახელი,სიტყვის დამარცვლა-გადატანა. მუშაობა მიმდინარეობდა ჯგუფურად. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეასრულეს მოცემული დავალებები.
საწრეო მუშაობის მესამე დღე - 22. 10. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. მოხდა ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა ი. გოგებაშვილის ,,ვანო და ფრინველები''.
გრამატიკული მასალა: არსებითი სახელის რაობა. ისაუბრეს პერსონაჟების ირგვლივ,ფრინველების შესახებ. გაიაზრეს ვანოს დამოკიდებულება მონატრებული დედისადმი. წაიკითხეს ტექსტი როლებად.მოიძიეს არსებითი სახელები.
საწრეო მუშაობის მეოთხე დღე - 29. 10. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობაქართულ ენაში თემაზე: კროსვორდების შედგენა. ვისაუბრეთ კროსვორდის რაობაზე,რომ ის სიტყვათა თავსატეხს ნიშნავს და შედგება ჯვარედინი კვადრატებისგან.გავაცანი კროსვორდის შევსების წესი.მოსწავლეები დიდი ინტერესით ადგენდნენ კროსვორდს. ეს კი მათი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.
საწრეო მუშაობის მეხუთე დღე - 06. 11. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე: დეფორმირებული ტექსტის აღდგენა,გამთლიანება. საგნის თვისების აღმნიშვნელი სიტყვები. მუშაობა მიმდინარეობდა ჯგუფებში. მოსწავლეებს დაურიგდათ ბარათები, სადაც მოცემული იყო დეფორმირებული ტექსტი.მოსწავლეებს იგი უნდა აღედგინა.ამის შემდეგ უნდა მოეძებნათ არსებითი სახელები და დაეჯგუფებინათ ვინ და რა კითხვების მიხედვით. საწრეო მუშაობა საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისათვის.
საწრეო მუშაობის მეექვსე დღე - 13. 11. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე: უცნობის ტექსტის წაკითხვა. მეტი ანდაზები და გამოცანები შეჯიბრის სახით. წაიკითხეს უცნობი ტექსტი საგანძურიდან. მოაწყვეს შეჯიბრი ტექსტის მხატვრულად კითხვაში. იმსჯელეს ტექსტის ირგვლივ. მოიგონეს ანდაზები და გამოცანები.დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში ასეთი სახის სავარჯიშოებმა.
საწრეო მუშაობის მეშვიდე დღე - 20. 11. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე: დამოუკიდებელი მუშაობა. მივეცი თემები დამოუკიდებელი მუშაობისათვის და მოსწავლეებს მიეცათ საშუალება მოცემული დავალებებიდან ამოერჩიათ ერთ-ერთი და დაეწერათ პატარა მოთხრობა.
1. ჩემი ოჯახი'
2. ერთი მნიშვნელოვანი დღე;
3.ჩემი საკლასო ოთახი.
მუშაობა იყო საინტერესო და მიზანმიმართული. ასეთმა სამუსაომ ხელი შეუწყო მოსწავლეთა აზროვნებასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
საწრეო მუშაობის მერვე დღე - 27. 11. 2019 წელი.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე:ტესტირება. შევარჩიე ტესტები დახურული კითხვების გამოყენებით. გაიაზრეს კითხვები და შესაბამისი პასუხები აღნიშნეს.მუშაობა მიმდინრეობდა ინდივიდუალურად. ასეთი მუშაობა ხელს შეუწყობს ცოდნის დონის ამაღლებას,შეიყვარებენ წერასა და კითხვას.
No comments:
Post a Comment