Thursday, 28 November 2019

ჩატარებული საწრეო მუშაობის რეფლექსია ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ,,ნორჩი მკითხველები''- I სემესტრი

სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის
 173  საჯარო   სკოლა
საწრეო მუშაობის   რეფლექსია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
წრის ხელმძღვანელი: ლენა გურიელიძე
ბლოგის   მისამართი: https://lenagurielidze.blogspot.com/2019/11/i_31.html

2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტტრში მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი ჩემი იდეა ლიტერატურული წრის შექმნის თაობაზე. ამ საკითხის ირგვლივ შევიმუშავე საწრეო მუშაობის გეგმა. ჩამოვაყალიბე წრე. მასში გაერთიანებული მყავდა IIIბ კლასის მოსწავლეები.
წრეზე განსახილველი თემები წინასწარ იყო გათვლილი, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლის, როგორც ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ასევე სააზროვნო უნარებისა და მეტყველების განვითარებას.
წრეზე მეცადინეობის დროს მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა თვითონ გადაეწყვი ტათ ერთსადაიმავე წიგნს წაიკითხავდნენ თუ სხვადასხვას.
საწრეო მუშაობის მიზანი იყო მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგებისა და გააზრების უნარის განვითარება. ვთავაზობდი როგორც ქართველი ისე უცხოელი მწერ ლების მოთხრობებსა და იგავ-არაკებს.
საწრეო  მუშაობისას ვიყენებდი საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს. ყურადღებას ვამახვილებდი სწორ, შეგნებულ და გამომეტყველებით კითხვაზე. მუშაობის პერიოდში მოსწავლეებს გაუმდიდრდათ ლექსიკური მარაგი, ხელი შეეწყოთ წაკითხული ტექსტის გაგება გააზრების განვითარებას.
ლიტერატურულ წრეში გაერთიანებული მოსწავლეები და მათი მშობლები კმაყოფილები დარჩნენ შედეგებით. მშობლების დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი შვილები წიგნიერების
დონე გაიზარდა. მოსწავლეებსა და მშობლებს დიდი სურვილი აქვთ რომ საწრეო მუშაობა გაგრძელდეს შემდეგ სემესტრშიც.


განაცხადი,სამოქმედო პროგრამა და ჩატარებული მეცადინეობების მიმოხილვა განთავსებულია შემდეგ მისამართზე: 
ფოტომასალის  მისამართია : 

No comments:

Post a Comment