პირველი საწრეო მუშაობა ბუნებაში.
- 07.10.2019.
ჩატარდა გაერთიანებული შეხვედრა წრის წევრებთან.
ვესაუბრე წრის დანიშნულე ბაზე,მის მოსალოდნელ
შედეგებზე. მოვახდინე სამუშაო თემების განხილვა.გავაცანი მუშაობის პრინციპები. რესურსები,
რომლებიც საჭიროა მეცადინეობისათვის. მოსწავლეებს დიდი მოლოდინი გაუჩნდათ ცოდნის დონის ამაღლების შესახებ. გამოთქვეს თავიანთი
შეხედულებები წრეობრივი მუშაობის შესახებ. შეხვედრა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში.
მეორე საწრეო მუშაობა- 21.10.2019.
ჩატარდა წრეობრივი
მუშაობა ბუნებაში თემაზე: ,,რა არის სამყარო’’. ამ თემის
ირგვლივ მოვიძიეთ ინტერნეტიდან და ენციკლოპედიიდან მასალები. ბავშვები დიდი ინტერესით
კითხულობდნენ მოძიებულ ინფორმაციებს. განმარტეს,რომ
რაც კი ჩვენ ირგვლივ არსებობს ,სამყაროს განუყოფელი
ნაწილია. იგი იმდენად დიდია,რომ წარ მოდგენა შეუძლებელია. გულმოდგინედ ისმენდნენ საუბარს
სამყაროს შექმნის შესა ხებ,რომ ბევრი თეორია არსებობს სამყაროს შექმნა განვითარებასთან
დაკავშირებით. წრეობრივი მეცადინეობა ჩატარდა ბავშვების მთლიანი ჩართულობით.
მესამე
საწრეო
მუშაობა- 28.10.2019.
ჩატარდა საწრეო მუშაობა ბუნებაში თემაზე: რა არის
ამინდი. ვისაუბრეთ მოძიე ბული მასალის ირგვლივ. ბავშვებმა ინტერესით
ისაუბრეს ამინდის შესახებ,რომ ამინდს სამი
რამ ქმნის: მზე, ჰაერი და წყალი. მზე გვაძლევს სითბოს, ჰაერის მოძ რაობა ქმნის ქარს, ხოლო წყალი ღრუბლების, წვიმისა და თოვლის სახით გვევლი ნება.
ბავშვების ცართულობა იყო ინდივიდუალური. ინტერესით ისაუბრეს თემის ირგვლივ.
მეოთხე
საწრეო მუშაობა - 04.11.2019.
ჩატარდა წრეობრივი
მუშაობა თემაზე:,,რატომ არსებობს ცივი და თბილი
ადგილები? გამოვიყენეთ საბავშვო ენციკლოპედია. ვისაუბრეთ თუ რატომ არსებობს ცივი და
თბილი ადგილები.რა განაპირობებს ამ პროცესს, რომ ამინდზე ბევრი სხვა რამე ახდენს გავლენას.
ინტერესით ისმენდნენ ერთმანეთის შეხედულებებსა და მოსაზრებებს.
მეხუთე
საწრეო მუშაობა - 11.11.2019.
ჩატარდა წრეობრივი
მუშაობა ბუნებაში თემაზე:,,ძველი წარმოდგენები დედამიწის შესახებ.’’ გაიხსენეს ბავშვებმა
მითები დედამიწის არსებობის შესახებ. რას ფიქრობდნენ ეგვიპტელები,ბერძნები, ინდიელები.
ვისაუბრეთ რომ საუკუნეების მანძილზე ხალხს სჯეროდა,რომ დედამიწა ბრტყელი იყო. და მის
შორეულ ნაპირზე მეზღვაურები ხახაში ჩაუცვივდებოდნენ ურჩხულებს. საინტერესო იყო მოსწავლეთა
ჩართულობა.
მეექვსე
საწრეო მუშაობა - 18.11.2019.
ჩატარდა შემაჯამებელი
წრეობრივი მუშაობა ბუნებაში .მოსწავლეებმა გამოავლინეს შესაბამისი ცოდნა შესწავლილი
მასალის ირგვლივ. მუშაობა იყო ინდივიდუალური. გაიხსენეს ყველა ნასწავლი თემა. გავაანალიზეთ
მასალა.
მეშვიდე საწრეო
მუშაობა - 25.11.2019.
ჩატარდა წრეობრივი მუშაობა ბუნებაში თემაზე:,,რად
გვიყვარს ჩვენი ბუნება?’’ ა. ჩიქობავას ,,დედა ბუნების’’ მიხედვით ვისაუბრეთ ბუნების
შესახებ. ჩვენს ირგვლივ რაც კი რამ არსებობს ყველაფერი ბუნების ნაწილია. მოსწავლეებმა
ინტერესით ისაუბრეს თემის შესახებ და გამოთქვეს აზრი ბუნების დაცვასა და გაფრთხილებაზე.
მუშაობა მიმდინარეობდა მოსწავლეთა მთლიანი ჩართულობით და ინდივიდუალურად.
No comments:
Post a Comment